ზედა ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, თოდუები-გურგენიძეების საუბნო-საავტომობილო გზაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პროცესს, ადგილზე გაეცნო ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
ამ მომენტისთვის მიმდინარეობს თოდუები-გურგენიძეების საუბნო გზის დაპროფილება, რკინა- ბეტონის სანიაღვრე არხების ჩალაგება და გზის დამცავი გაბიონების მოწყობა.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მუშაობის პროცესი ვადების დაცვით, ხარისხიანად მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 299 983 ლარი დაიხარჯება.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.