მაია ორჯონიკიძე ქართველებს „აბსოლუტურად გაცვედანებულს“ უწოდებს და შიშობს, რომ სააკაშვილმა „მეორე ტურამდე შეიძლება არ მიატანოს“
08-10-2021, 14:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE -მხატვარი, პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ძალიან გულდამძიმებულია“, „ძარღვებში სისხლი ეყინება“, სააკაშვილი „ციხის ნარებზე, ფურთხია მთელი ერისთვის“, და შიშობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „მეორე ტურამდე შეიძლება არ მიატანოს“.

 


„ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას, 6 ოქტომბერს, მაია ორჯონიკიძემ აღნიშნა, რომ მას ესმის სააკაშვილის მოტივაციის, რადგან მან „ვერაფრით ვერ გამოაფხიზლა დაჩაჩანაკებული და აბსოლუტურად გაცვედანებული საზოგადოება“ და მან შიმშილობა გამოაცხადა, რომ „გააღვიძოს საღათას ძილით ნამუსდაძინებული ერი, ქართველები რომ ჰქვია, გადადო კაცმა თავი, ცოტნე დადიანს მეტი კი არაფერი გაუკეთებია“.

 


„ძალიან, ძალიან გულდამძიმებული ვარ. მთელი ეს დღეები ვბზრიალებ, ვწრიალებ, ვწრიალებ და ადგილს ვერ ვნახულობ. ალბათ, ახსნაც არ უნდა რატომ ვერ ვნახულობ ადგილს, ასე არ არის განა?! ისტორიული დღეები გვაქვს, მაგრამ ამ ისტორიულ დღეებს ძალიან ტრაგიკული ელფერი აქვს. მიხეილ სააკაშვილმა ისეთი შიმშილობა გადაწყვიტა, რომ სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით, ძარღვებში სისხლი მეყინება, ალბათ თქვენც. მიუხედავად ამისა, მესმის მე პრეზიდენტის მოტივაცია, იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ გამოაფხიზლა ჩვენი დაჩაჩანაკებული და აბსოლუტურად გაცვედანებული საზოგადოება... საიდან დავიწყო არ ვიცი, იმდენი აზრი მერევა. კარგი, პრეზიდენტმა დაიწყო შიმშილობა, ჩავატარეთ აქცია რუსთავის ციხესთან, ბევრი ხალხი იყო, ციხის აქციის პირობაზე და სპონტანურობის პირობებში არა უშავდა, ხომ? მაგრამ მე მაინტერესებს ახლა ერთი რამ, ასეთი უცნაურობა და ვერაფრით ვერ გამიგია. მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც შიმშილობა გადაწყვიტა, შიმშილობა ბოლომდე, როგორც თქვა, ეგ კი არა, კომაში რომ ჩავვარდე, სამედიცინო ჩარევა აუკრძალა ექიმებს, მოკლედ გამოცხადებული ქრონიკაა, მარკესის პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ. შეხედეთ, რა ხდება... სააკაშვილი ციხის ნარებზე, ხომ ხვდებით, რა ფურთხია ეს მთელი ერისთვის, ჩვენთვის, იმიტომ რომ მიშას კი არ დაადეს ის ბორკილები, ყველას ჩვენ დაგვადეს, საქართველოს დაადეს, საქართველოს თავისუფლებას დაადეს და საქართველოს მომავალს დაადეს და ვინ დაადო?! ბინძურმა, გახრწნილმა, ვაჭრუკანა გარეწარმა, რომელსაც ასეთი პატარა ბინძური გარეწარი, მოღალატე ვაჭრუკანები ჰყავს და მაგათზე დგას, ისინი უფრო ბევრად ბინძურები არიან, თუ შეიძლება ვინმე იყოს ბიძინა ივანიშვილზე ბინძური, ცხადია.

 


„გასაგებია, რომ შიმშილობას ვერ გადაათქმევინებენ, რადგან გადაწყვიტა. გავიგეთ, ასე უთქვამს, რომ მეორე ტური არისო აუცილებელი და მოგვიწოდა, რომ მეორე ტურზე უნდა მივიდეთო. კი ბატონო, მივალთ, მივალთ მეორე ტურზე, აუცილებლად მივალთ. მე უბრალოდ, ძალიან მარტივი რაღაც მაინტერესებს, მეორე ტურამდე არის დარჩენილი 25 დღე, 5 დღეა ეს კაცი უკვე შიმშილობს, ჩვენი პრეზიდენტი, სრულიად საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, 25 დღის მერე, 25 დღეში, ამ ადამიანს რა დაემართება? რა შეიძლება დაემართოს? არ ვეკამეთები არც მიხეილ სააკაშვილს, არც მის მეგობრებს, მაგრამ ფიზიკურად ამ მეორე ტურამდე ცოცხალი მივა მიხეილ სააკაშვილი? მან შიმშილობა გამოაცხადა, რომ გააღვიძოს საღათას ძილით ნამუსდაძინებული ერი, ქართველები რომ ჰქვია, გადადო კაცმა თავი, ცოტნე დადიანს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ, ცოტნე დადიანს გაუმართლა იმით, რომ ცოტნე დადიანს ჰყავდა მტერი, ოღონდ მტერსაც შეიძლება ღირსება ჰქონდეს. მიხეილ სააკაშვილის, და ზოგადად, საქართველოს შემთხვევაში ძალიან არ გაგვიმართლა იმიტომ, რომ ყველაზე უღირსი, ყველაზე ბინძური, ყველაზე მდაბიო, თუ შეიძლება იყოს მტერი, ეს არის რუსეთის იმპერია, ცხადია პუტინი მართავს, ვინ არის ივანიშვილი.

 


„მე ახლა რა მაინტერესებს. თუ მიხეილ სააკაშვილი ამას არ დარდობს, იმდენად არის გამწარებული აი ამ ქვეყნის ასეთი იმპოტენციით, ჩვენი, ზოგადად ყველას იმპოტენციით, მისი მეგობრები - ნიკა გვარამია, ეკა ხერხეულიძე, ხატია დეკანოიძე და რა ვიცი, ვინც შევიდა, ისინი არ ფიქრობენ, რომ მეორე ტურამდე შეიძლება არ მიატანოს და ახლა თვითმიზანი ხომ არა არის, არც სააკაშვილისთვის, დარწმუნებული ვარ, სიკვდილი - სიცოცხლით სავსე ადამიანია, აღარ ვიძახი ნიჭზე და მასშტაბზე, თვითმიზანი ხომ არა არის მისი კომა და გარდაცვალება? ამიტომ, შიმშილობა, კარგი ერთი კვირა, კარგი ათი დღე, კარგი 2 კვირა, მაგრამ 25 დღე? და პლუს ხუთი - 30 დღე. ადამიანი არასრულ შიმშილობაზე, ანუ წყალს თუ იღებს, მაქსიმალური ვადა არის 40 დღე. ჩვენ დრო არ გვაქვს, კი ბატონო წავალთ მეორე ტურზე, აუცილებლად მივალთ, როგორ არ მივალთ, ჩვენმა პრეზიდენტმა გვთხოვა... მაგრამ იმ მეორე ტურში რა დაუშლის ახლა ივანიშვილს, ხომ იცით, რომ ყველაფერზე წამსვლელია, 9 თვის ბავშვის მკვლელობით მოსული ნაძირალა ბიულეტენს არ გადაგახევს თავზე?! - გვახევდა კიდეც“, - აცხადებს მაია ორჯონიკიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი