სააპელაციო პროცესის დაწყებამდე "რუსთავი-2"-ის მმართველობის შეცვლის მცდელობებს ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნება, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
"აშშ ღრმად არის შეშფოთებული "რუსთავის 2"-ის საკითხით და მისი მნიშვნელობით საქართველოში მედია თავისუფლების, პოლიტიკურ პლურალიზმსა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელი უნდა შეეწყოს კრიტიკულ აზრს და არა დუმილს. როგორც უკვე ბევრჯერ განვაცხადეთ ამ საკითხზე საუბრისას, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა - ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი საფუძველია და კვლავ გადამწყვეტი რჩება საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
ჩვენ ამას ხაზი გავუსვით 2 ნოემბერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე და ამის შესახებ როგორც პირადად ისე საჯაროდ, ჩვენმა ელჩმა თბილისში ისაუბრა. მინდა შეგახსენოთ ელჩ კელის განცხადება და ჩვენი საერთო განცხადებაც ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, რომელიც მანამდე გამოქვეყნდა", - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჟურნალისტმა კირბის შეახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ენტონი ბლინკენის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. ჟურნალისტმა ჰკითხა კირბის, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ან ზოგადად, ინტეგრაციის პროცესი, რაზეც ჯონ კირბიმ უპასუხა, რომ არ სურს, ამ ფორმატში "შესაძლო შედეგებზე ისაუბროს".
"ვფიქრობ, ჩვენ გვსურს ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს", - განაცხადა კირბიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.