ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო
08-10-2021, 19:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბარში მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს და რა გახდა ნგრევის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

 


„ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 15 ადამიანამდე არის მოყოლილი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს ადგილზე, ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არ მინდა მიზეზების თაობაზე ვილაპარაკო, ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს ამის თაობაზე და ყველაფერს დაადგენს. არსებობს ბევრი ვერსია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ. მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამის თაობაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნის გაკეთება, ჯობია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი