ლიბერთის მხარდაჭერით ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა
09-10-2021, 11:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლიბერთის მხარდაჭერით ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლებისთვის“ ჩატარდა. კონკურსში გაიმარჯვა მწერალ ბესიკ პაპასქუას მოთხრობამ „აირწინაღი“, ლიბერთის რჩეული კი გახდა გურო დავითლიძის მოთხრობა „აჩიკო“.

 


მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს მეხუთე წელია ლიბერთისთან პარტნიორობით ატარებს.

 


წლევანდელი კონკურსის მიზანი იყო ქართველ მწერლებს დაეწერათ თანამედროვე სასკოლო ცხოვრების ამსახველი მოთხრობები, რომელიც სწორ ღირებულებებს წარმოაჩენს, ხელს შეუწყობს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას და ასევე, მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიის პოპულარიზაციას.

 

 

კონკურსის სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული სამი გამარჯვებული მწერალი ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა დააჯილდოვა.

 

 

„ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწერალს, რომელთაც შექმნეს ეს საინტერესო ნამუშევრები, რაც მასწავლებლების როლზე კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრებს. ასევე, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მასწავლებელს, რომლებიც ჩვენი შვილების მომავალს ქმნიან.

 


ჩვენი, ლიბერთის ახალი გუნდის ახალი ხედვა სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელსაც კონკურსი ატარებს, ეს არის განათლებული საზოგადოება, განათლებული ახალი თაობა, დაფასებული პროფესიონალები და დაფასებული გამოცდილება. კიდევ ერთხელ ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ყველა გამარჯვებულს“,- განაცხადა ვასილ ხოდელმა.

 

 

კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალურ ნომერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი