რომან გოცირიძე: დავით ზალკალიანმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა
10-10-2021, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პერსონალურად უნდა აგოს პასუხი და დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, - ამის შესახებ Facebook-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

 


„საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა შემოგვაპარა ქვეყნის ინტერესებისათვის მეტად საზიანო იდეა - ოკუპანტ რუსეთთან ერთად ე.წ. „სამს პლუს სამ“ ( რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) უსაფრთხოების ფორმატში მონაწილეობა.

 

 

სახელმწიფო მოხელე, რომელმაც პირველმა გაბედა ამ მავნებლური შემოთავაზების ზონდირება, მორალურად და პოლიტიკურად უნდა დაისაჯოს. საზოგადოებამ არ უნდა აპატიოს მას ეს თავხედური “სითამამე”, პერსონალურად უნდა აგოს პასუხი და დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ეს „ჩუმჩუმელა“ ჩინოვნიკი არანაკლებ (მეტიც კი) დამნაშავეა, ვიდრე ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც აგრესიულობით და სიძულვილით გამოირჩევიან.

 

 

იტყვიან ხოლმე, მინისტრის ან რომელიმე თანამდებობის პირის გადადგომის მოთხოვნას რა აზრი აქვს, როცა „იგი წავა და სხვა მოვა“, თავი და თავი ხომ ივანიშვილიაო? ასეთი მიდგომა არის საფუძველშივე მცდარი. ივანიშვილი თავიც არის და ბოლოც და მისი პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია, ვიდრე მისი მორჩილი მინისტრებისა, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს კონკრეტული პირის საჯაროდ მხილებას, მის შერცხვენას, მასზე პირადი პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი