10 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
10-10-2021, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 30 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 500 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 649 PCR ტესტით.

 

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 634 053-ს.

 


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.36%.

 


• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 600 524.

 


• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 246 პირი ემსხვერპლა.

 


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან:

 


თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა - 130, იმერეთი - 482, ქვემო ქართლი - 133, შიდა ქართლი - 81, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 284, კახეთი - 500, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

 


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 257 საიდანაც:

 


• 4 328 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 442, აჭარაში - 404, იმერეთში - 1 026.

 

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათ შორის, თბილისში - 318, აჭარაში - 88, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 258 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 26, იმერეთში - 28.

 


• 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 185 - აჭარაში.

 


• 19 257 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 


• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.

 


• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 9 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 230 პირი.

 


• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 287 ადამიანი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი