თბილისის პროკურატურაში, პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ, თბილისის პროკურატურაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე, 333-ე მუხლის მესამე ნაწილით საქმეა აღძრული. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
"ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი, გიორგი მდინარაძე სცემეს. ადვოკატი, ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ეს არის სამარცხვინო. სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ცემაში მონაწილეობდა და დადგეს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა. ხელმძღვანელ პირებში არ ვგულისხმობ მხოლოდ კონკრეტული განყოფილების უფროსს. უნდა დაიგმოს და დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც აგრძელებს იმ პრაქტიკას, რომელიც 2012 წლამდე იყო ამ ქვეყანაში გაბატონებული", - აცხადებს ჭკადუა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.