ანზორ მელია: ხალხნო, გამოფხიზლდით, რა დროს არჩევნებია, რა დროს ტრაურია, როცა მესამე პრეზიდენტი გვეღუპება
11-10-2021, 10:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხალხნო, გამოფხიზლდით, რა დროს არჩევნებია, რა დროს ტრაურია [გლოვა], როცა გვეღუპება მესამე პრეზიდენტი, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 


„შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ ბატონი ყიფშიძისგან. განგაშის ზარებს უნდა ჩამოვკრავდეთ ახლა, აქ ერთი წუთი მოთმინებაც არ შეიძლება, რადგან ეს დაავადებები, ფონური დაავადებაა, მაგრამ შიმშილობის მე-8 თუ მე-9 დღეა და აციდოზი უკვე განვითარებულია ორგანიზმში. აციდოზს უნდა კონტროლი ორჯერ მაინც, დილას და საღამოს, გადასხმები სოდიანი ხსნარის და ყველაფერი. მაგრამ არც ყიფშიძის და არც მელიას დონეზე ეს არ უნდა გადაწყდეს. აქ უნდა შედგეს კონსილიუმი. აქ ყველა ექიმი, ყველა ადამიანი უნდა გავერთიანდეთ, რომ კაცი ვიხსნათ სიკვდილისგან. მივმართავ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინეს, რომელიც ძალიან კარგი მენეჯერია, რომ სასწრაფოდ გააკეთოს ორგანიზება, რათა დღესვე შედგეს კონსილიუმი და საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაენიშნოს მკურნალობა, თორემ ხვალ, ზეგ უკვე გვიანი იქნება“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

 

 

მისივე თქმით, დრო არ ითმენს და საჭიროა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში სხვადასხვა მიმართულების ექიმები ჩაერთონ.

 


„ბატონი ნიკოლოზი კარგი ექიმია, კარდიოლოგია, მაგრამ აქ ზოგადი პროფილის ექიმებია საჭირო, აქ აუცილებლად მოსაწვევი არის მაღალკვალიფიციური ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, რეანიმატოლოგი, თორემ მალე დასჭირდება სასუნთქ აპარატზე გადაყვანა და არავის ეპატიება ბატონი მიშას ზოგადი მდგომარეობის გართულება. ხალხნო, გამოფხიზლდით, რა დროს არჩევნებია, რა დროს ტრაურია, როცა გვეღუპება მესამე პრეზიდენტი, რა დროს ეს არის“, – განაცხადა ანზორ მელიამ, რომლის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებგვერდი ავრცელებს.

 

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

 

 

ინფორმაცია გაავრცელა სპეციალური პენიტენციური სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი