აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი დევიდ კრამერი და პენსიაზე გასული სხვა ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც შემჩნეულნი არიან "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტობაში, უნამუსოდ აცხადებენ - უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მიეცეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მკაფიოდ წერია თუ რა შეუძლია ოფიციალურ ვაშინგტონს თუ აშშ-ის მოქალაქე უცხოეთში დააპატიმრეს.
არ შეგვიძლია:
აშშ-ის მოქალაქეების ციხიდან გამოყვანა;
განვუცხადოთ სასამართლოს, რომ ვინმე დამნაშავე ან უდანაშაულოა;
მივცეთ სამართლებრივი კონსულტაცია ან წარმოვადგინოთ აშშ-ის მოქალაქეები სასამართლოში;
გადავიხადოთ ოფიციალური თარჯიმნის, იურიდიული, სამედიცინო ან სხვა მომსახურების საფასური.
შეგვიძლია
მივაწოდოთ ადგილობრივი ადვოკატების სია, რომლებიც საუბრობენ ინგლისურად;
დავუკავშირდეთ დაკავებული აშშ-ის მოქალაქის ოჯახს, მეგობრებს ან დამსაქმებლებს (მათი წერილობითი ნებართვით);
რეგულარულად ვეწვიოთ აშშ-ის დაკავებულ მოქალაქეს და მივაწოდოთ საკითხავი მასალები და ვიტამინები, საჭიროების შემთხვევაში;
დავწმუნდეთ, რომ ციხის ადმინისტაცია უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას;
მივაწოდოთ ზოგადი მიმოხილვა ადგილობრივი სისხლის სამართლის კოდექსის შესახებ.
მოთხოვნისთანავე, ვუზრუნველყოთ, რომ ციხის ადმინისტრაციამ ნება დართოს დაკავებულთან სასულიერო პირების ვიზიტებს;
საჭიროების შემთხვევაში შევქმნათ სპეციალური ფონდი, რათა დაკავებულის მეგობრებმა და ოჯახმა შეძლონ თანხის გადარიცხვა აშშ-ის დაპატიმრებული მოქალაქის სახელზე.
ნუ ავიწყდებათ სააკაშვილის უსინდისო უცხოელ ლობისტებს, რომ მათი დამსაქმებელი რადიკალური პარტიისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოება არავისგან შეეგუება ბოროტ ტყუილებსა და bulshitting-ს (თვალებში ნაცრის შეყრას)!
გია აბაშიძე,
ანალიტიკოსი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.