საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ოსური მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორის განცხადებას ეხება სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ საკითხს იგი ხვალ ლეფორთან დაგეგმილ შეხვედრაზე გაარკვევს.
"მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება თავისი ტერიტორიების დაკარგვას. არ ვიცი ფილიპ ლეფორის ეს განცხადება, რომელიც ოსური მედიით გავრცელდა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს. ხვალ 12:00 საათზე მაქვს მასთან შეხვედრა, იგი ჩამოდის საქართველში, რომ დაგვემშვიდობოს როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. ხვალ დავუსვამ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის" - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
როგორც ოსური მედია წერს, ფილიპ ლეფორმა, ცხინვალში ვიზიტისას აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია განსაზღვრულია. "ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ"- აღნიშნა ლეფორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.