თავდაცვის სამინისტრო განმარტავს თუ რატომ შეადგინა ალასანიას ერთთვიანმა ხელფასმა 20 090 ლარი 2013 წლის მარტში
19-02-2014, 21:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ ირმა ნადირაშვილს, ირაკლი ალასანიას 2013 წლის მარტის თვის ხელფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მინისტრმა ხელფასისა და პრემიის სახით ერთ თვეშო 20 090 ლარი აიღო, განცხადებით პასუხობს.

 

 

უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის მარტის თვეში მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ 3540 ლარი შეადგინა. განცხადებაში ნათქვამია:

 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის მარტის თვეში მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა - 3540 ლარი;


სტაჟის დანამატი 25% - 885 ლარი;

 

საიდუმლოს დანამატი 15 % - 531 ლარი;


პრემიერ მინისტრის ბრძანებით დანამატი - 4335 ლარი;


საკლასო ჩინის დანამატი 35 % - 1239 ლარი;

 


იმის გამო რომ საკლასო ჩინის დანამატზე ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2013 წლის მარტში მოხდა მისი გადაანგარიშება დანიშვნის დღიდან და შესაბამისად შეადგინა:

 

• 2012 წლის ოქტომბერი 269,32 ლარი;


• 2012 წლის ნოემბერი 1239 ლარი;


• 2012 წლის დეკემბერი 1239 ლარი;


• 2013 წლის იანვარი 1239 ლარი;


• 2013 წლის თებერვალი 1239 ლარი;


• 2013 წლის მარტი 1239 ლარი;


მარტის თვეში საკლასო ჩინის დანამატმა შეადგინა სულ 6464,32 ლარი.

 

სულ მარტის თვის შემოსავალმა შეადგინა - 3540+885+531+4335+6464,32=15755,32 ლარი.


სულ მარტის პრემია 4335 ლარი;

 

სულ დარიცხული ხელფასი მარტის თვეში 15755,32+4335=20090,32


(აქედან საშემოსავლო 4018,06 ლარი, ხელზე აიღო 16072,26 ლარი).

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველთვიური ანაზღაურება დანამატების და სტაჟის გათვალისწინებით, ხელზე შეადგენს 4946 ლარს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კი მინისტრის დანამატი შეადგენს 2168 ლარს.

 

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ 2013 წლის მარტის თვეში ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო. ნადირაშვილმა ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

"მარტო მარტის თვეში (2013 წელს), ირაკლი ალასანიამ ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო. დაწვრილებით ინფორმაციას თავდაცვის მინისტრისა და ზოგადად თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების ხელფასების შესახებ რამდენიმე დღეში გაგაცნობთ", – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი