ზედა ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის ცენტრში სკვერი ეწყობა. სამუშაოების მიმდნარეობას, დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გოჩა ჭუბაბრია ადგილზე გაეცნო.
ვანის მერიის ცნობით, პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რაც მოიცავს: სკვერში საფეხმავლო ბილიკების მოწყობას დეკორატიული ფილებით, ბორდიურებისა და დეკორატიული განათებების მონტაჟს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერში განთვსდება ძელსკამები.
სოფელ ზედა ვანის ცენტრში სკვერის მოწყობისთვის, ბიუჯეტიდან 16 000 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.