საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს და თავის მხარდამჭერებს 14-ში მასობრივი შეკრებისკენ მოუწოდებს.
„უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველდღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას უნდა ვუპასუხოთ აქტიურ ქმედებებზე გადასვლით. ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინების და მოსყიდვის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან, სასამართლოებთან.
ახლა, რაც მთავარია, 14-ში, ანუ ზეგ უნდა ვიყოთ ბევრნი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება, თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში შევწყვეტ შიმშილობას. ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ერთადერთი და უკანასკნელი ბრძოლის ინტრუმენტი.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ჩემს გათავისუფლებას მეორე ტურამდე მივაღწიო, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობირივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებში. 30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიერი ბრძოლითა და შუეპოვრობით“, - აცხადებს სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.