საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს კიბერთავდაცვის სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ იაკ ტარიენს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული კიბერსაფრთხეები მიმოიხილეს და საქართველოს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ სტუმარს ბოლო წლებში კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმატებულ საქმიანობაზე, თავდაცვის უწყებაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
იაკ ტარიენი საქართველოში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გამართულ „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2021“-ში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. ორდღიანი ფორუმის განმავლობაში ნატოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერსაფრთხეებსა და კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე მსჯელობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.