ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 49 386 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 217 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 169 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.52%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 586 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 605 581.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 332 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა - 171, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 298, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 444, კახეთი - 889, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 256 საიდანაც: 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 605, აჭარაში - 435, იმერეთში - 1 161. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში - 333, აჭარაში - 78, იმერეთში - 372. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 18, იმერეთში - 27. 803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 424 - თბილისში, 241 - აჭარაში. 24 687 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 279 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.