მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მერაბ კოსტავას სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს თავისუფლების დიდი იდეა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.
“დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 32 წელი შესრულდა.
მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს თავისუფლების დიდი იდეა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.
მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.