ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფლების დიდი გონდრიოსა და პატარა გონდრიოს დამაკავშირებელი 2 კმ სიგრძის მოასფალტებული გზა გაიხსნა.
როგორც ნინოწმინდის მერიაში აცხადებენ, გზის საკითხი მრავალი წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო 2 სოფლის მცხოვრებლებისთვის.
მოსახლეობამ ადგილზე მისულ მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ ხელმძღვანელ პირებს, ნინოწმინდის მერს, ანივარდ მოსოიანს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ვაან აროიანს მადლობა გადაუხადა წლებსი განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.