GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოუწოდებს „რესპუბლიკელებს“ არ მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში, თუკი 2020 წლის არჩევნების „გაყალბების“ საკითხი არ გაირკვევა.
„თუკი ჩვენ არ გადავწყვეტთ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას (რაც ჩვენ გამოწვლილვით და საბოლოოდ გვაქვს დოკუმენტირებული), „რესპუბლიკელები“ ხმას არ მისცემენ 22-ში და 24-ში. ეს არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება რომ „რესპუბლიკელელებმა“ გააკეთონ“, ნათქვამია ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრამპმა მანამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა წააგო არჩევნები და იგი გაყალბებებული არჩევნების შედეგების გამო იკავებს უმაღლეს თანამდებობას.
ტრამპმა რამდენიმე დღის წინ აიოვას შტატში მიტინგზე 2016 წელს ჰილარი კლინტონთან შერკინებაც გაიხსენა და თქვა, რომ „აქ განსხვავებაა“. „ჰილარიმ [კლინტონმა] აღიარა დამარცხება. მე არასოდეს მიღიარებია. არ არსებობს მიზეზი ვაღიარო“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.