რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში 14 ოქტომბერს გაჩენილმა ხანძარმა ორი პატიმარი იმსხვერპლა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს, რომლის დაქვემდებარებაშიც პენიტენციური დაწესებულებებია.
ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი - ეს იყო დაკვამლიანება თუ ხანძრით მიყენებული დამწვრობა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.
რუსთავის #17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. უწყება აღნიშნავდა, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობდა. გვიან საღამოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი დაწესებულებასთან შეკრებილ პატიმრების ოჯახის წევრებთან მივიდა და უთხრა, რომ ერთი პატიმარმა "კვამლი ჩაისუნთქა" და კლინიკაშია გადაყვანილი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ასევე განმარტავდა, რომ #17 დაწესებულება რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური დაწესებულებებიდან (5, 6, 12, 16) მოშორებით მდებარეობს და, შესაბამისად, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
წყარო: რადიო თავისუფლება
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.