ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 38 093 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 592 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 501 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 652 677-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.75%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 608 861.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 396 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 700, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 149, გურია - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 315, კახეთი - 586, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 394 საიდანაც: 5 153 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 747, აჭარაში - 470, იმერეთში - 1 255. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 154 პირი, მათ შორის, თბილისში - 371, აჭარაში - 81, იმერეთში - 412. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 18, იმერეთში - 29. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 515 - თბილისში, 189 - აჭარაში. 28 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 271 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.