ვანის მუნიციპალიტეტში შუამთა-მთისძირის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ვანის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია უტარდება ჭყვიში, ჭაგან-ჭყვიშის მიმართულებით, საავტომობილო გზის 2000 მეტრიან მონაკვეთს.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
სპეციალისტების განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი ვადების დაცვით,ხარისხიანად მიიმდინარეობს.
აღნიშნული გზის აღდგენაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 369 000 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.