„გუშინდელი დღით არის აღფრთოვანებული, მითხრა რომ ამდენი ხალხი აქციაზე არ ყოფილა არც ვარდების რევოლუციის დროს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაიობის“ დეპუტატი ანა წითლიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში მონახულების შემდეგ „ფეისბუქში“ წერს.
„არის ძალიან მხნედ. ფიზიკურად რა თქმა უნდა, ეტყობა შიმშილობა.
გუშინდელი დღით არის აღფრთოვანებული, მითხრა რომ ამდენი ხალხი აქციაზე არ ყოფილა არც ვარდების რევოლუციის დროს.
განსაკუთრებულად უხარია და აღნიშნა რომ თბილისი იყო გამოსული გუშინდელ აქციაზე.
შიმშილობის შეწყვეტაზე არ მალაპარაკა.
გამხდარხართ ბატონო პრეზიდენტო-თქო და კი გავხდი, მაგრამ შენ უფრო გამხდარი ხარო“, წერს ანა წითლიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.