პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს „კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვას და აგვიხსნას, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება".
„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და წასვლა დაანონსა, ხომ გამონახა შესაძლებლობა, რომ წერილი დაეწერა და ჩემთვის მოღალატე ეწოდებინა. მე მინდა ვთხოვო, რომ კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვას და აი ახლა აგვიხსნას უბრალოდ, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება" - განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში და დაამატა:
„მოსწონს ეს რეალობა თუ არ მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს საქართველოში ქართველის მიერ ქართველის წინააღმდეგ ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ - 9 წლის შემდეგ! ძალიან მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იგივე კითხვა აქვს - ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და თუ ამაზე პასუხისმგებელი არიან „ოცნების“ დღევანდელო ბოსები - ესეც ვიღაცამ ხომ უნდა გვითხრას", - აღნიშნა გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.