საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ელექტრონული ლიცენზირების სისტემა დაინერგება
16-10-2021, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული ლიცენზირების სისტემები გადაეცა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა ესტონური კომპანია SpinTek-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოაწერა.

 


მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო პარტნიორებს, ესტონურ და ამერიკულ მხარეს „სტარტლინკის'' პროგრამის განხორციელებისა და საქართველოსთვის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. ელექტრონული ლიცენზირების სისტემების პროგრამის ამოქმედების მიზნით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომლები ესტონურ კომპანია SpinTek-ის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს რეგულარულად მართავდნენ.

 

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კი, ესტონური მხარე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებისთვის სისტემების გატესტვასა და სისტემის მომხმარებლისა და IT პერსონალის ტრენინგს უზრუნველყოფს. ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა ,,სტარტლინკი'' გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელზე კომპანიების მიერ რეკომენდაციების, ნებართვებისა თუ ლიცენზიების მოსაპოვებლად, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად მართვას.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი