საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს სასროლეთზე 5-კვირიანი საველე წვრთნები დაასრულა. დასკვნით სწავლებაზე ქვედანაყოფმა პირობით მოწინააღმდეგეზე საბრძოლო სროლები განახორციელა. 31- ე ბატალიონის ასეულის სამხედროებმა პოზიციების დაკავების, ჩასაფრების, მოწინააღმდეგის განეიტრალების და უკან გამოსვლის სავარჯიშოები შეასრულეს. ქვედანაყოფს მხარს 82 და 60 მმ ნაღმმტყორცნების გათვლა უჭერდა.
წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.