ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით სასურველია, რომ ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული.
ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკის უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ქუმსიშვილი პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს აქვს უფლება ამ მიმართულებით შეშფოთება გამოთქვას.
"ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, რომ შეშფოთება გამოთქვას ამ მიმართულებით. ერთადერთი, რაც შემიძლია მე დავამატო და დავამატო გულისტკივილით არის ის, რომ ეს შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფულია დახარჯული, თუ არ ვცდები 26 მილიონი, დღესდღეობით კი დაკეტილია და ჩვენ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ აღნიშნული შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა მოვახერხოთ. ამიტომ სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იქნას მიღებული", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის თქმით ის პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხზე მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება, ამ პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში კი, „ხმის ამოღებას“ თავად აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.