რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.
“მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, კვლავ დავუდასტურო საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”,-წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.