იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხონის მერთან ერთად, 16 წლამდელთა გოგონათა საფეხბურთო გუნდს გამარჯვება მიულოცა, წარმატება უსურვა და გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ბრინჯაოს სიმბოლური ფიგურა გადასცა (ნიკეს ქანდაკება - თარიღდება ძვ. წ. 150-100 წწ. აღმოჩენილია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად). ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ კი გოგონათა გუნდი ფულადი პრიზით და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
გუნდმა საქართველოს 16 წლამდელთა ჩემპიონატში მეორე ადგილი მოიპოვა.
16-წლამდე გოგონათა შორის 7x7-ზე საფეხბურთო ფესტივალის ფინალური ეტაპი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხონისა და ადიგენის გუნდები დაუპირისპირდნენ. ხონმა მეორე ადგილი დაიკავა.
ფესტივალი ერთი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. გოგონათა საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა 400-მდე გოგონამ მიიღო.
პროექტი ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასთან ერთად შეიმუშავა.
ხონში გოგონათა ფეხბურთის გუნდი 2017 წლიდან არსებობს. არის იმერეთის ჩემპიონი მოსწავლეებს შორის და კოკა-კოლას თასის პრიზიორი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.