საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზას ესტუმრა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ქართულ-ამერიკულ „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების“ (JCET) მიმდინარეობას გაეცნო.
აშშ-ის არმიის ოპერატიულმა ქვედანაყოფმა, „ალფა“ ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთ ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი სამედიცინო ევაკუაციის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. საჩვენებელი წვრთნები ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისისა“ და „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა სპეციალური ოპერაციების ბაზაზე სტუმრობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ლოიდ ოსტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე სტუმრობამდე მთავრობის ადმინისტრაციასა და თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური შეხვედრები გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.