ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა, მელიამ და მათმა გუნდმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა, მეორედ ამის უფლებას არავის არ მივცემთ
19-10-2021, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილმა, მელიამ და მათმა გუნდმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა, მეორედ ამის უფლებას არავის არ მივცემთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტი და პროფესიონალი აფერისტია და არჩევნების შემდეგ აღარ აპირებს მის შესახებ კომენტარის გაკეთებას.

 

 

„საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ გარდა იმ აქტუალური თემებისა და საკითხებისა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ყოველდღე გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი. ბუნებრივია, არჩევნებია და ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ და შევახსენოთ რეალობა, მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობაზე. არჩევნების შემდეგ აღარ გავაკეთებ სააკაშვილზე კომენტარს და მინდა ამ თხოვნით მივმართო ჩვენი გუნდის წევრებს. ის პატიმარია და მოიხდის სასჯელს მინიმუმ 6 წელი. რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს: შეურაცხმყოფელი ქმედება და მასკარადია მისი მხრიდან, რომ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას. ის არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ უნდა, რომ ყველამ ჩვენ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ყველას ვეუბნები სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ ქვეყანაში არავის არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ, ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. მეორედ ამის უფლებას ჩვენ არავის არ მივცემთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი