ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი,12% იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, წლის ბოლოს დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ
19-10-2021, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი,12% იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, წლის ბოლოს დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 


პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საშუალო და მცირე ბიზნესსა და სოფლის მეურნეობას იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მეტად განვითარდეს.

 


„ჩვენ გვაქვს მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტ პროექტებს განვახორციელებთ, უფრო მეტად წავახალისებთ საშუალო და მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, ზოგადად ბიზნესთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება იმისთვის, რომ საერთო სინერგია შევქმნათ და უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი