როგორ ილუზიებში ცხოვრობდნენ და აცხოვრებდნენ ჩვენს მოსახლეობას, ასეთივე ილუზიებში არიან ისინი ახლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი საწინააღმდეგო ფაქტორის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის თითქმის ნახევარმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მათ წააგეს კატასტროფულად არჩევნები, ამაზე ცუდი შედეგები არ შეიძლება ყოფილიყო. ისინი ამბობდნენ, რომ 43%-ს ვერ აიღებდა „ქართული ოცნება“, ჩვენ ავიღეთ 47% თითქმის, მით უმეტეს იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. ამას დაემატა შიდა ღალატიც და ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელმაც იმუშავა ჩვენს საწინააღმდეგოდ. ამის მიუხედავად, მთელი მოსახლეობის 47%-მა, თითქმის ნახევარმა, გამოგვიცხადა უპირობო მხარდაჭერა და მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მოსახლეობას. ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, ჩვენი მოსახლეობა გაიმარჯვებს. როგორც მათ სამწუხაროდ, საუბედუროდ, აზეიმეს აგვისტოს ომის შემდეგ, გამოიყვანეს რუსთაველზე და „მიშა, მიშა“ აძახებინეს, ასეთ პირობებში არიან ახლაც და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან რა ილუზიებში უწევთ მათ ცხოვრება“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.