საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 22 თებერვალს ვიზიტად შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.
ვიზიტის დეტალებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პრემიერი შტატებში 1 მარტის ჩათვლით დარჩება.
საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, თანაინვესტირების ფონდის დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ,,საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვები შედიან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით ინფორმაცია სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.