საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ათას პოლიციელს გლოკის სისტემის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები გადაეცემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის პირველი ეტაპი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შემდეგ, უახლოეს დღეებში, აღნიშნული ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები აღიჭურვებიან.
სამინისტროში შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების ერთიანი სტანდარტის დანერგვის მიზნით მიმდინარეობს საპოლიციო აღჭურვილობის განახლების მასშტაბური პროცესი. ბოლო წლების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ეს არის ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება და თანამშრომელთა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლების როგორც სამუშაო პირობების, ასევე, მათი სპეციალური აღჭურვილობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.