კალაძის განცხადებით, თბილისში მცხოვრები 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიანი ვაუჩერით ისარგებლებს
20-10-2021, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქში მცხოვრები 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, პენსიონერები 500-ლარიანი ვაუჩერებით ისარგებლებენ.

 

 

„როგორც იცით, თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არაერთ პროექტი ხორციელდება. თბილისის მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მოქალაქეების ორ მილიონამდე მოთხოვნა დააკმაყოფილა. მომავალშიც ვიქნებით იმ ოჯახების გვერდით, ვისაც თანადგომა სჭირდება. რაც შეხება ახალ პროგრამას, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ იმისთვის, რომ ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.) შეიძინონ. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერის თქმით, 2022 წლიდან ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან.

 


„ჩვენ ქალაქში, დაახლოებით, 400 უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახი ცხოვრობს. მომავალი წლიდან არცერთი თბილისელი ბინის გარეშე არ დარჩება. პოლიტიკამ იმდენად შეჭამა სოციალური საკითხები, ბევრ ადამიანს ეს პრობლემა არც კი ახსოვს. მე ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე საბინაო ფონდის შექმნა დავიწყეთ და 2022 წლიდან ამ პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი