უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს
20-10-2021, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 


აღინიშნა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა პროცესს მართავს. ამასთანავე, აქტიური შემთხვევების მზარდი რაოდენობა განსაკუთრებულ ყურადღებას და მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას მოითხოვს.

 


ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ინფიცირების რაოდენობა განსაკუთრებით მზარდია იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი დაბალია, შესაბამისად, აცრების ტემპის გააქტიურებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები - ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

 

 

როგორც ცნობილია, აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ვაქცინაციის მარათონი რეგიონებში. ამ მიზნით, მობილური ბრიგადები ჩადიან სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიაწოდონ.

 

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 675 771 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 619 285 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 9 588 ადამიანი.

 


ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 48 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1003 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5 679 პირი.

 


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი