ნაცემი ადვოკატი გიორგი მდინარაძე სამართალდამცავების მიერ მისი შეურაცხყოფის დეტალებს იხსენებს. როგორც ადვოკატი ყვება, მის სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი პირი ახორციელებდა და მიუხედავად არაერთი მოწოდებისა დაწყნარებულიყო, პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
გიორგი მდინარაძის ინფორმაციით, მას ხელბორკილები დაადეს და ისე სცემდნენ.
"მე შევედი მათთან და ვუთხარი, რომ ჩემმა კლიენტმა, არასრულწლოვანმა დუმილი აირჩია. ამის შემდეგ წავდით გამომძიებელთან დაკითხვის დასაწყებად. ამასობაში, ეს პირი მოვიდა და დამიწყო თავის დარტყმა და უნდოდა პროვოკაციაზე წავსულიყავი. მე კარგად ვიცნობ პოლიციელებს და თავი მაქსიმალურად შევიკავე, რადგან შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო ჩემს წინააღმდეგ. ჩემი მხრიდან არ ყოფილა სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი. მიუხედავად ჩემი მოწოდებისა დაწყნარებულიყო, მან ხელი დამარტყა. შემდეგ გასცა ბრძანება ჩემი დაკავების და ხელბორკილები დამადეს. მცემდნენ ხან თავით, ხან მირტყამდნენ ხელს მხოლოდ მარჯვენა მხრიდან", - განაცხადა გიორგი მდინარაძემ.
მისივე თქმით, იმ პირის სახელსა და გვარს, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვერ დაასახელებს, რადგანაც პროკურატურაში არის ძიება დაწყებული, თუმცა, აცხადებს, რომ მას ინციდენტამდე აღნიშნულ პირთან ნაცნობობა არ აკავშირებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.