ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახალ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
20-10-2021, 14:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

 


შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კოლომინას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ მისი საქმიანობის პერიოდში ნატო-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

 


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და თავდაცვის რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

 


საუბრისას, ყურადღება დაეთმო ნატოს 2022 წლის სამიტს. აღინიშნა, რომ სამიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, სათანადოდ შეფასდეს საქართველოს პროგრესი, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 


შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, კერძოდ, ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში და მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდგომ ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება უსაფრთხოების ერთიანი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს მონაწილეობა მოკავშირეების ძალისხმევაში, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 


ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების შესახებ, რაც ნატოს მთავარ პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარი მექანიზმია და მისი წარმატებით შესრულება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

 


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ნატოს სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და განვითარება, შესაბამისად, საქართველო მზადაა, მოკავშირეებს ფართომასშტაბიანი წვრთნებისთვის მაღალი სტანდარტების გარემო შესთავაზოს.

 


შეხვედრას ნატო-ს საერთაშორისო ოფისის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი სტეფენ ელჰერშმა, საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი