ნუთუ დაგავიწყდათ, ვის ხელში ვიყავით მთელი ქვეყანა, როგორი დიქტატორული რეჟიმი სუფევდა ქვეყანაში, ამ ადამიანებისგან რომელ ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი, არასერიოზულობაა უბრალოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში, ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ჩვეულებრივი ილუზია და თეატრია.
„ეს დაახლოებით მახსენებს იმ საზარელ და ტრაგიკულ დღეებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც უბედური და ტრაგიკული დღეები გვქონდა ქვეყანაში აგვისტოს ომის დროს, გამოვიდნენ რუსთაველზე, გამოიყვანეს საცოდავი ჩვენი ხალხი და „მიშა, მიშა“ აძახებინეს და კონცერტი გამართეს. ეს ხალხი არის „ნაცმოძრაობა“. ნუთუ დაგავიწყდათ, ვის ხელში ვიყავით მთელი ქვეყანა, როგორი დიქტატორული რეჟიმი სუფევდა ქვეყანაში. ამ ადამიანებისგან რომელ ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი, არასერიოზულობაა უბრალოდ. მელიას გარანტირებული წაგება აქვს ქალაქში. როგორ შეიძლება მელია გახდეს მერი, ჩვეულებრივი კრიმინალია კაცი. ასევე, სამარცხვინოა, რომ ასეთი კრიმინალები დღეს ჯერ კიდევ რჩებიან პოლიტიკაში. ეს ჩვეულებრივი თეატრია. თავის თავს აჯერებენ, ისევე, როგორც სააკაშვილმა თავისი თავი დააჯერა, რომ აქ ჩამოვიდოდა, მთელი მოსახლეობა დახვდებოდა ტაშით და ჰქონდა ილუზიები, რომ არ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც აღმოჩნდა, ასეთივე ილუზიებში ცხოვრობენ მელია და სხვები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.