ჯუანშერ ბურჭულაძე: „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების დოკუმენტი განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას“
21-10-2021, 08:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ გაფორმებული შეთანხმებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღამის კურიერში“ დეტალურად ისაუბრა.

 

 

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, „შეკავების შესაძლებლობა" სისტემურ და მეთოდურ დამოკიდებულებას გულისხმობს. სისტემური დამოკიდებულების კონტექსტში მან თავდაცვის განვითარების 10-წლიანი გეგმა აღნიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს უწყებაში შემუშავდა და გაიწერა ის პრიორიტეტები, რაზეც თავდაცვის განვითარება უნდა დაფუძნდეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ მეთოდურ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და ტოტალური თავდაცვის პრინციპზე გაამახვილა ყურადღება.

 

„აღნიშნული სისტემა ჩამოვაყალიბეთ პარტნიორების დახმარებით. ისინი ყველა დეტალში იყვნენ ჩართულები. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისაც ბატონი თავდაცვის მდივანი ესაუბრა მისი დანიშვნიდან. ჩვენ ზუსტად ვიმსჯელეთ ამ პრიორიტეტებზე. ჩამოვყალიბდით, რომ უკვე შეთანხმებული ვართ და გამოვეცით ეს დოკუმენტი“, - ასე განმარტა თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობა და დააკონკრეტა, რომ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას, ასევე განსაზღვრავს თუ რა იარაღები, რა შეიარაღება უნდა შევიძინოთ ჩვენ 10-წლიან პერსპექტივაში, რომ მივაღწიოთ მიზანს.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის განვითარების 10-წლიან გეგმასთან დაკავშირებით ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკული ყოველწლიური დახმარების პრიორიტეტებში ისეთი შეიარაღებაა ჩასმული, რაზეც რთულია წვდომა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი