ის, რომ 64-დან 20 ქალაქში გაიმართება მეორე ტური, აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ევროპული პრაქტიკაა, ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი, ეს ერთი, მეორე, ჩვენ ავიღეთ 47%, მიუხედავად იმ ძალიან ბევრი ობიექტური ფაქტორისა, რომელიც შექმნილი იყო ქვეყანაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში, ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის თქმით, 47%-იანი შედეგით, წერტილი დაესვა ყველა სპეკულაციას და ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ გაიმართება.
„47%-ით ჩვენ რეალურად დავუსვით ბეჭედი, წერტილი დავუსვით ყველა იმ სპეკულაციას, რომელიც მომდინარეობდა ამ დესტრუქციული ოპოზიციისგან. ქვეყანაში აღარ გაიმართება საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე, ეს იყო ყველაზე მთავარი. რამდენიმე პროცენტი რომელიღაც ქალაქში დააკლდა კანდიდატს, ესეც ჩვენი დამკვიდრებული წესია. სააკაშვილის დროს მერები არა ირჩეოდნენ ხალხის მიერ, არამედ ინიშნებოდნენ. ჩვენ შემოვიტანეთ და დავამკვიდრეთ ეს ევროპული პრაქტიკა. არავის მოთხოვნა არ იყო სხვათა შორის მაშინ, ეს იყო ჩვენი ინიციატივა, მერების პირდაპირ არჩევითობა ხალხის მიერ და მეორე, ის რომ დავაწესეთ 50%-იანი ბარიერი. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და მე მჯერა, ეჭვი არავის ეპარება, რომ 20-ვე ქალაქში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.