ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა კანონი დაარღვია, საზღვრის უკანონო კვეთა ჩვეულებრივი დანაშაულია, ჩვენმა სახელმწიფომ შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა
21-10-2021, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მქონდა ჩვენს არაერთ ევროპელ კოლეგასთან და მეგობართან საუბარი და ხუმრობით, ისინი გაოცებულები, განცვიფრებულები არიან, საერთოდ როგორ შეეძლო ყოფილ პრეზიდენტს, ჯერ ერთი მაშინ შოკში იყო ყველა, როცა ამ კაცმა დატოვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი, ეს არის პირდაპირ ღალატი და მეორე ის, რომ კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად, სამარცხვინოდ შემოიპარა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარტვილში სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სააკაშვილმა კანონი დაარღვია, ვინაიდან საზღვრის უკანონო კვეთა ჩვეულებრივი დანაშაულია.

 

 

„რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პროკურატურამ, ჩვენმა სახელმწიფომ და ამ საკითხს არავინ დედამიწის ზურგზე, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ნორმალური ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და ვერ დააყენებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი