ღარიბაშვილი: მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ ბანდიტი, მთავარი დამნაშავის მორჩილი მსახური... ღამის 02:00-03:00 საათზე მიჰყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის „თიბისი“ ბანკშიც, ხაზარაძის ოფისებშიც და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება
21-10-2021, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენს მოსახლეობას მინდა ავუხსნა, მათი ეს ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა მათსავე წიაღში რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი და ტყუილი, საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება და ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, - უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარტვილში, ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნება და არსებული სიტუაციის განცდა.

 


„მათ ჰგონიათ, რომ ისევე, როგორც ატყუებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სამწუხაროდ და საუბედუროდ, თავიანთი პროპაგანდისტული მანქანებით, ასევე ეგონათ, რომ მოატყუებდნენ. რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო, დაეჯერებინა ის ფარსი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. არც ერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ ბანდიტი მთავარი დამნაშავის მორჩილი მსახური. ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ. მამუკა ხაზარაძე იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი ამ მძიმე ფინანსური დანაშაულებისა. ღამის 02:00-03:00 საათზე, მიჰყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის „თიბისი“ ბანკშიც, ხაზარაძის ოფისებშიც და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის ფიქტიურად გაცემა, შემდეგ იმ თანხას სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს სააკაშვილის დროს და ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე. ეს ყველამ იცის, ნებისმიერმა ბიზნესმენმა. ათობით და ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ დაზარალებულია და ისინი ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. აქედან გამომდინარე, ეს ფარსი, რომელიც ვიხილეთ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია, რა კომენტარი შეიძლება ამაზე გავაკეთო, გარდა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება.

 

 

„ისინი საკუთარ თავს ატყუებენ, აჯერებენ და შემდეგ ცდილობენ, ერთგვარი განცდა შექმნან, მათ შორის უცხოელების თვალში, რომ რაღაც კოალიციური მთავრობის ერთგვარი ჩანასახი გააკეთეს თუ რაღაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელი და ცხადია ყველასთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ე.წ. კოალიციური გუნდის წარდგენისას განაცხადა, რომ მისი მერობის შემთხვევაში, დედაქალაქის მერის მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება.

 

 

„მინდა, წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე, თქვენი საუკეთესო პარტნიორი, თქვენი მეგობარი და თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭმუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს - ეს არის მამუკა ხაზარაძე“, – განაცხადა მელიამ.

 

 

ამასთან, როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს და პარტიის რიგით წევრად დარჩება.

 

 

„გამარჯვების შემდეგ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ. ბუნებრივია, დავრჩები პარტიის რიგით წევრად. მინდა, მთელმა თბილისმა, პარტიის წევრებმა, ამომრჩევლებმა სწორად გამიგონ. მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი მაქვს, მაგრამ ვრჩები თქვენი გუნდის წევრად. იქამდე, ვიდრე ვიქნები დედაქალაქის მერი, მე ორ თანამდებობას, ორ პოზიციას ერთდროულად ნამდვილად არ დავიკავებ“,- აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი