მიხეილ სააკაშვილი: მამუკა ხაზარაძე „გეპეის“ კომკავშირის მდივანი როცა იყო, გამოვარდა გეპეიდან დუბინკებით ის და მისი „ბაევიკები“ და მერაბ კოსტავას, რომელსაც ერთადერთი პალტო ჰქონდა ცხოვრებაში, საცოდავს, შემოახია ეს პალტო მთლიანად
21-10-2021, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ე.წ. ჩრდილოვან კოალიციურ მთავრობაში თბილისის მერის მოადგილედ დასახელებას ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ხაზარაძეს 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილმა „პირდაპირ უწოდა ის, რაც რეალურადაა“.

 


„ჩვენი ნაცოპოზიცია რომ უკიდურესად ბანძი და უპრინციპოა, სამწუხაროდ, ბაღის ბავშვებმაც კი იციან.

 


სააკაშვილის რეჟიმის დროს, პოლიტიკურად ორპროცენტიანი და საზოგადოების თვალში უპროცენტო მამუკა ხაზარაძე ბიზნესებს იტაცებდა (ბანკი „კონსტანტა“, „ელიტელექტრონიქსი“, ციხეში მყოფი პატიმრებისთვის „TBC ბანკის“ მილიონიანი კრედიტების დაძალებით გაფორმება და მრავალი სხვა). 2018-ში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი და სექტის ბელადმა პირდაპირ უწოდა ის, რაც რეალურადაა მამუკა ხაზარაძე - არასწორი პიროვნება.

 


ნაცსექტის უწიგნური ბირთვიც კი დამემოწმება, როგორი ანტიმიშა ვარ 2006 წლიდან. ასე რომ, თუ ხაზარაძის შეფასებაში სააკაშვილს ვეთანხმები, არ ნიშნავს, რომ რამე შეიცვალა ჩემს პრეფერენციებში“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქში“, და 2018 წელს ჩაწერილ ვიდეოს ავრცელებს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვან კოალიციურ მთავრობაში თბილისის მერის მოადგილედ დასახელებულ მამუკა ხაზარაძეს, აკრიტიკებს და ამბობს, რომ მან მაშინდელი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ე.წ. გეპეის კომკავშირის მდივნობისას ციხიდან ახალგამოსულ მერაბ კოსტავას ერთადერთი პალტო მთლიანად შემოახია.

 

 

 


„მამუკა ხაზარაძემ გამოაცხადა, რომ დესტაბილიზაცია იქნება თურმე, თუ „ქოცები“ წააგებენ არჩევნებს და თუ სალომე ზურაბიშვილი დამარცხდება. მამუკა ხაზარაძეს მინდა გავცე პასუხი. ჯერ ერთი ახლა, არ მინდოდა ამის გახსენება, მაგრამ კაცმა ვერაფერი ვერ ისწავლა ცხოვრებაში, ყოველთვის არასწორ მხარეს აღმოჩნდება ხოლმე. „გეპეის“ კომკავშირის მდივანი როცა იყო, გამოვარდა იქიდან, გეპეიდან, დუბინკებით ის და მისი „ბაევიკები“ და მერაბ კოსტავას, რომელსაც ერთადერთი პალტო ჰქონდა ცხოვრებაში, საცოდავს, რომელიც ციხიდან იყო ახალი გამოშვებული, შემოახია ეს პალტო მთლიანად, მამუკა ხაზარაძემ“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გავრცელებულ ვიდეოში.

 


2018 წლის 21 დეკემბერს კი სააკაშვილი „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას ხაზარაძეს კიდევ უფრო მძაფრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ „უთავმოყვარეო მამუკა ხაზარაძემ არჩევნების წინ ფეხები აულოკა და კიდევ ერთი ადგილი ივანიშვილს“.

 

 

უთავმოყვარეო მამუკა ხაზარაძემ ფეხები აულოკა და კიდევ ერთი ადგილი ივანიშვილს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მაინც მიაქვს მისი „თიბისი ბანკი“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში.

 


მან თქვა, რომ ბანკები ძარცვავენ საქართველოს მოქალაქეებს და ამის დასტურია ის, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ საქართველოში ბანკების მოგება 8-ჯერ გაიზარდა და ეს კი, მისი შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ისინი „8-ჯერ უფრო მეტად ძარცვავენ მოქალაქეებს, ვიდრე მისი პრეზიდენტობისას“.

 

 

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მთავარ ქართულ ბანკს - „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკს“, „ლიბერთი ბანკს“ ივანიშვილი ისაკუთრებს და ახლა იგი „მთავარი მევახშე ხდება“.

 

 

„მამუკა ხაზარაძე ფეხებს ულოკავდა და მამუკა ხაზარაძეს ესე (თითებს აჩვენებს) მოისვრის ახლა, აპირებს რომ მთლიანად წაიღოს „თიბისი“ - ეს უთავმოყვარეო კაცი, ფეხები რომ აულოკა და კიდევ ერთი ადგილი არჩევნების წინ, ბოდიში ყველას... იმიტომ, რომ როცა უწვები ივანიშვილს, ბოლომდე დაგჩაგრავს და ბოლომდე მიგაჩმორებს, ეგ არის ყველა პახანნი და ქურდის და კადიროვის პრინციპი და ვინც თავს არ დაუხრის, როგორც დათო კირკიტაძე, საბოლოო ჯამში დათო აღმოჩნდება გამარჯვებული“, განაცხადა სააკაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი