გიორგი ვოლსკი: მეგონა, მამუკა ხაზარაძეს ბაღების გაერთიანების დირექტორად დაასახელებდნენ
21-10-2021, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ე.წ. ჩრდილოვან კოალიციურ მთავრობაში თბილისის მერის მოადგილედ დასახელებას ეხმაურება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი კოალიცია არის წინასაარჩევნო ფანდი და მას მოსახლეობა არ მიიღებს, ხოლო თავად მისი მოლოდინი იყო, რომ მამუკა ხაზარაძეს ბაღების გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ.

 

 

„საზოგადოებამ ოპოზიციის ქმედებები დაინახა, თუ რას ნიშნავს მათი ერთობა – წარსულში ერთმანეთის გინებას და აწმყოში ხმაშეწყობილად საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებების კეთებას. კოალიციის შექმნა ჩამოყალიბებული პროექტის გარეშე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზეა დაფუძნებული და არა პოპულისტურ განცხადებებზე, რასაკვირველია, საზოგადოებისთვის არის ის, რაც ადრე იყო, ამ კოალიციით არაფერი იცვლება. მეგონა, მამუკა ხაზარაძეს ბაღების გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ. ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში ეს სახეები, რაც არ უნდა გადაალაგო, მაინც ერთ გუნდს ქმნიან, რომელმაც ქვეყანას ცუდი სამსახური გაუწია, დესტაბილიზაციის წინაპირობები შექმნა, სააკაშვილს ელოდა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. ეს იგივე ხალხია, მცირე ცვლილებით და რაღაც შემოძახილებით, რაც საზოგადოებისთვის ახალი არ არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი