ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა
09-11-2015, 08:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.

 


54-ე სხდომაზე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების 9 თვის შედეგები შეაჯამეს. აღინიშნა, რომ დაგეგმილი ღონისძიებები წარმატებით ხორციელდება და თითქმის ყველა უწყება მასზე დაკისრებულ ვალდებულებას პროდუქტიულად და დროულად ასრულებს. ბოლო მონაცემებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წილი 21 პროცენტიდან 29 პროცენტამდე გაიზარდა.

 


კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ. ქართულ მხარეს შესრულებული აქვს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა, მათ შორის მესამე ანგარიშში მოცემული დამატებითი რეკომენდაციები. ამ ანგარიშს ქართული მხარე, 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე წარადგენს.

 


დღევანდელ კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისი მზადაა უმასპინძლოს ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არაფორმალურ მინისტერიალს, რომელიც დედაქალაქში 26 ნოემბერს გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი