ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სახელმწიფოს აღიარება და გამარჯვება, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, რომლებმაც ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა და ღირსეულად, მტკიცედ დაიცვეს ჩვენი პოზიციები, - უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, სააკაშვილის დელეგირებით, მოაწერეს ხელი პრაქტიკულად მოღალატეობრივ რეზოლუციას, ხოლო მოქმედმა მთავრობამ ამის საპირისპიროდ დაამტკიცა ქვეყნის უდანაშაულობა.
„მოსახლეობა გვისმენს და მინდა, გავახსენო ყველას, აგვისტოს ომის დროს როგორ მოიქცა ლაჩარი სააკაშვილი - როგორ მიატოვა ჩვენი გმირი სამხედრო ოფიცრები და თვითონ მიწაზე ფორთხიალით დაამახსოვრა მთელს მსოფლიოს საკუთარი თავი. ეს ერთი. მეორე, აგვისტოს ომის შემდეგ, როგორ „იცავდა“ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და ინტერესებს ყოფილი ხელისუფლება - მათ თავად მოაწერეს კაპიტულაციას ხელი. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, სააკაშვილის დელეგირებით, მოაწერეს ხელი პრაქტიკულად მოღალატეობრივ რეზოლუციას. ამის საპირისპიროდ ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ქვეყნის უდანაშაულობა, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და აღიარება. აი, ეს არის განსხვავება ჩვენს მთავრობას და წინა მთავრობას შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.