კახეთის სოფელ მანავში COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინით 100 წლის ქალიც აიცრა
22-10-2021, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კახეთში, სოფელ მანავში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.

 


კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე სოფელ მანავში იმყოფებოდნენ, სადაც ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 


მანავში COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინით ათეულობით ადამიანი აიცრა, მათ შორის იყო ორსული და 100 წლის ქალი.

  


,,ვაქცინაციის მარათონს კახეთში ვაგრძელებთ. ჩვენ ის სოფლები შევარჩიეთ, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ჩართულობა, რათა მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმდინარე პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუკეთებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 


ამირან გამყრელიძემ კი იმედი გამოთქვა, რომ მარათონი კარგ შედეგს გამოიღებს.

 


„ვაქცინაციის ტემპი იმატებს. მარათონის ფარგლებში , პირველ დღეს 120, გუშინ კი 300 ადამიანი აიცრა. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასოფლო დასახლებაში მარათონი კარგ შედეგს გამოიღებს, თუმცა ეს ყველაფერი შემდგომშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. აქ ძალიან გამოცდილი ექიმები და ექთნები არიან. მოგეხსენებათ, რომ კახეთში შემთხვევების მატებაა და ამ პროცესს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია გააჩერებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 


ვაქცინაციის მარათონში, პირველ ეტაპზე, 49 სოფელია ჩართული.

 

 

ინფორმაციას დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი