ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა" და მათი კანდიდატებისთვის ხმის მიცემა არის რეალურად ძალიან დიდი სირცხვილი
22-10-2021, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს საარჩევნო შტაბის წევრებთან, ხობში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხობში.

 


პრემიერის შეფასებით, გასაგებია, რომ სხვადასხვა ფაქტორების გამო, ხობში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა მმართველ გუნდს სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული და „ქართული ოცნების" კანდიდატი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

 


„ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ რა თქმა უნდა, მჩაგვრელ და ბოროტ ძალას პერსპექტივა არ აქვს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობისთვის", სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა არის რეალურად ძალიან დიდი სირცხვილი, მე ასე ვიტყოდი პირდაპირ. ასე, რომ მინდა, ხობის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მაქსიმალური ყურადღება იქნება მომართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მომდევნო თვეების განმავლობაში. ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და მათი რეალური პრობლემების გადაჭრას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი